რასისტული გამოხდომები - „დინამოსთვის“ გამოტანილი მკაცრი სასჯელის მიზეზი
რასისტული გამოხდომები - „დინამოსთვის“ გამოტანილი მკაცრი სასჯელის მიზეზი

უეფა-ს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამო“ როტერდამის „ფეიენოორდთან“ განმეორებით შეხვედრას 15 აგვისტოს ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩაატარებს – გარდა ამისა, კლუბს ფინანსური სანქციებიც დაუწესეს.

როგორც საქართველოს პირველი არხისთვის გახდა ცნობილი, უეფა-ს მოსაზრებით, საფუძველი რასისტული შეძახილები და ბანერები გახდა, რის გამოც „დინამო“ ადრეც იყო გაფრთხილებული.

მაგრამ მსგავსი შემთხვევა „გაბალასთან“ თბილისური მატჩის დროს განმეორდა და მას უეფა-ში ასეთი კვალიფიკაცია მისცეს – „გულშემატკივართა რასისტული გამოხდომა“. საკითხი უეფა-ს აღმასკომმა განიხილა და თბილისური კლუბი უმკაცრესად დასაჯა.

მაყურებლების დაუსწრებლობის გარდა, უეფამ „დინამო“ ფინანსურადაც დასაჯა – თბილისური კლუბი” 50 ათას ევროს გადაიხდის.

ასევე, კლუბს დაევალა, ტრიბუნებზე გამოფინოს ბანერი – #equalgame

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, „დინამო“ უეფაში აპელაციას ამზადებს, თუმცა ასეთ საკითხებში უეფა-ს სიმკაცრის გამო, ეს რამდენად გაამართლებს, ძნელი სათქმელია.