რასელ ვესტბრუკმა ტექნიკური საკუთარ თავთან საუბრის გამო მიიღო (ვიდეო)

18:40, 04.03.2019

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარულ სეზონში ზედიზედ 4 წაგებული მატჩის შემდეგ, მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ოკლაჰომამ.

სანდერმა საკუთარ არენაზე მემფისს უმასპინძლა და 4 ქულის სხვაობით, 99-95 დაამარცხა. შეხვედრის დასაწყისში საკმაოდ სახალისო ფაქტი მოხდა. ოკლაჰომელთა ერთ-ერთმა ლიდერმა რასელ ვესტბრუკმა ტექნიკური ჯარიმა საკუთარ თავთან საუბრის გამო მიიღო. ოკლაჰომას გამთამაშებელი მსაჯების გადარწმუნებას შეეცადა, მაგრამ ვერაფერი გააწყო და საბოლოოდ მაინც დაჯარიმდა.

მსგავსი