რასელ უესტბრუკმა ზაზა ფაჩულიას წინააღმდეგ იუხეშა (ვიდეო)
რასელ უესტბრუკმა ზაზა ფაჩულიას წინააღმდეგ იუხეშა (ვიდეო)

ოკლაჰომა-სიტის ლიდერმა რასელ უესტბრუკმა არასპორტული ჯარიმა მიიღო დეტროიტის ქართველი ცენტრის, ზაზა ფაჩულიას წინააღმდეგ უხეში თამაშისთვის. უესტბრუკმა ზაზას იდაყვი ჩაარტყა, რის შემდეგაც ფაჩულია საკმაო ხანი მოედანზე იწვა.

როგორც ჩანს, ეს ამერიკელის ერთგვარი რევანში იყო ორი წლის წინ ფაჩულიასა და უესტბრუკს შორის მომხდარი უსიამოვნო ინციდენტის გამო. მაშინ ზაზა გოლდენ სტეიტში თამაშობდა და ფეხზე დააბიჯა ოკლაჰომას მცველს, რაც ბევრმა შეგნებულ მოქმედებად ჩათვალა.