რასელ უესტბრუკმა კარიერა დაასრულა #1TVSPORT

23:51, 12.08.2026

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) გატარებული 18 სეზონის შემდეგ, გამთამაშებელმა რასელ უესტბრუკმა ოფიციალურად დაასრულა კარიერა. ამის შესახებ 37 წლის კალათბურთელმა სოციალურ ქსელში დაწერა.

უესტბრუკი 2008 წლის დრაფტზე მეოთხე ნომრად აირჩია „სიეტლ სუპერსონიქსმა“, რის შემდეგაც კლუბი ოკლაჰომა-სიტიში გადავიდა და „თანდერი“ გახდა. კარიერის პირველი 11 სეზონი გამთამაშებელმა ამ გუნდის რიგებში ითამაშა და მისი ლიდერი გახდა კევინ დურანტის წასვლის შემდეგ.

უესტბრუკის კარიერაში საუკეთესო იყო 2016-17 წლების სეზონი, როცა მან საშუალოდ 31,6 ქულა, 10,7 მოხსნა და 10,4 შედეგიანი გადაცემა დააგროვა, შეასრულა სარეკორდო 42 სამმაგი დუბლი და სეზონის MVP-ის პრიზი მოიპოვა.

კალათბურთელმა ოთხჯერ დაასრულა რეგულარული სეზონი საშუალო სამმაგი დუბლით – ასეთი მიღწევა ლიგის ისტორიაში არც ერთ მოთამაშეს არ აქვს, კარიერის განმავლობაში უესტბრუკმა 209 სამმაგი-დუბლი შეასრულა, რაც NBA-ის რეკორდია.

ასევე უესტბრუკმა ცხრაჯერ ითამაშა „ყველა ვარსკვლავის მატჩში“ და ცხრაჯერ მოხვდა სეზონის სიმბოლურ ნაკრებებში.

„ოკლაჰომადან“ წასვლის შემდეგ, უესტბრუკი თამაშობდა „ჰიუსტონში“, „ვაშინგტონში“, „ლეიკერსში“, „კლიპერსში“, „დენვერსა“ და „საკრამენტოში“.

მსგავსი