რასელ უესტბრუკმა ჩემბერლენის რეკორდი გაიმეორა
რასელ უესტბრუკმა ჩემბერლენის რეკორდი გაიმეორა

„ოკლაჰომას“ გამთამაშებელი რასელ უესტბრუკი, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ახალ რეკორდთან  ახლოსაა.

ჰიუსტონთან“ რეგულარული ჩემპიონატის მატჩში (117:112) უესტბრუკმა 21 ქულა, 12 მოხსნა და 11 შედეგიანი გადაცემა დააგროვა, რითაც ზედიზედ მეცხრე სამმაგი დუბლი შეასრულა. ამით მან ზედიზედ შესრულებული სამმაგი დუბლების რაოდენობით, უილტ ჩემბერლენის რეკორდი გაიმეორა. ლეგენდარულმა კალათბურთელმა ეს რეკორდი 1967-1968 წლების სეზონში დაამყარა.

უესტბრუკისთვის ამ სეზონში 22-ე და 126-ე კარიერაში ეს სამმაგი დუბლი იყო. „ოკლაჰომა“ დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა.