რასელ უესტბრუკი „საკრამენტოს“ შეუერთდა #1TVSPORT
რასელ უესტბრუკი „საკრამენტოს“ შეუერთდა #1TVSPORT

36 წლის გამთამაშებელი რასელ უესტბრუკი 2025-26 წლების სეზონში ახალ გუნდში ითამაშებს. 2017 წლის MVP კონტრაქტზე მოელაპარაკა „საკრამენტო კინგზს“. ამის შესახებ ტელეკომპანია ESPN-ს აცნობა კალათბურთელის მენეჯერმა ჯეფ შვარცმა.

გასულ სეზონში უესტბრუკი „დენვერის“ რიგებში თამაშობდა და პლეი ოფის ჩათვლით 88 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მისი საშუალო სტატისტიკა იყო – 13.0 ქულა, 4.7 მოხსნა და 5.6 შედეგიანი გადაცემა.