რას წერენ ხვიჩაზე - კვარაცხელიაში „რეალი“ შეტევის გაძლიერების ვარიანტს ხედავს #1TVSPORT
რას წერენ ხვიჩაზე - კვარაცხელიაში „რეალი“ შეტევის გაძლიერების ვარიანტს ხედავს #1TVSPORT

„ხვიჩა კვარაცხელია ფლორენტინო პერესის დღის წესრიგში ახალი სახელია“ – ინფორმაციას ვებგვერდი newsy.com.ng ავრცელებს. თუმცა, საიდან მოხვდა ნიგერიული გამოცემის ხელში ინფორმაცია „რეალის“ სატრანსფერო გეგმებზე, ამის თქმა შეუძლებელია. ფაქტია, რომ გამოცემა ასეთ ინფორმაციას ავრცელებს.

„ხვიჩა კვარაცხელია ევროპულ ფეხბურთში სეზონის დასაწყისის ერთ-ერთი სენსაციაა. ის სულ რაღაც 21 წლის ასაკში ლუჩიანო სპალეტის „ნაპოლიში“ ლიდერი გახდა და ექვს მატჩში 4 გოლი და 2 საგოლე პასი ჩაიწერა და ჩემპიონთა ლიგაზე იურგენ კლოპის „ლივერპულის“ წინააღმდეგ დებიუტშიც გამოჩნდა.

ქართველი გარემარბი, რომელიც „ნაპოლის“ ამ ზაფხულს ბათუმის „დინამოდან“10 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, გამოირჩევა მოედნის ყველა რგოლში და ორივე ფლანგზე თამაშის უნარით. მზარდი ტალანტი, რომელსაც აქვს ტექნიკური ხარისხი, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდებში ითამაშოს.

„რეალი“ ხვიჩა კვარაცხელიაში ხედავს შეტევის გასაძლიერებელ საინტერესო ვარიანტს მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში. კვარაცხელიას უნარი, ითამაშოს ყველა პოზიციაზე, საშუალებას აძლევს მას ადვილად მოერგოს პროექტს, ისევე როგორც ვინისიუს უმცროსი და როდრიგო, რომლებზეც კლუბმა მთავარი ფსონი დადო.

მადრიდის „რეალი“ მის პროგრესს ყურადღებით ადევნებს თვალს და აპირებს გამოიყენოს ბაზარზე შესაფერისი მომენტი, რომ დაიმატოს. ის არის ფეხბურთელი, რომელიც მოვა იმ როლის შესასრულებლად, რომელსაც მარკო ასენსიო მალე გაათავისუფლებს. ესპანელს კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება და უცნობია გააგრძელებს თუ არა ხელშეკრულებას, რადგან კარლო ანჩელოტის გეგმებში არ ჯდება“, – ამტკიცებს ნიგერიული გამოცემა.