რაპირით ფარიკაობაში საქართველის ჩემპიონთა ვინაობა უკვე ცნობილია
რაპირით ფარიკაობაში საქართველის ჩემპიონთა ვინაობა უკვე ცნობილია

ოლიმპიური ჩემპიონის, ნუგზარ ასათიანის სახელობის დარბაზში გრძელდება საქართველოს ჩემპიონატი ფარიკაობაში. დღეს გამარჯვებულები რაპირით მოფარიკავეთა შორის გამოვლინდნენ. ქალთა შორის ქვეყნის საუკეთესო რაპირისტი ქუთაისელი მარია ზაკირჩენკო გახდა. მეორე ადგილი თბილისელმა ლიზა ლხინაძემ დაიკავა. მესამე საპრიზო ადგილზე ასევე თბილისელები ელენე ბორჩხაძე და მარიამ ტუღუში გავიდნენ.

კაცებში ჩემპიონის ტიტული თბილისელმა ლუკა ღაღანიძემ მოიპოვა. მეორე შედეგი ასევე დედაქალაქელმა არჩილ უგულავამ აჩვენა. ბრინჯაოს მედლების მფლობელები თბილისელი ლაშა გალუაშვილი და აჭარელი ირაკლი მიქელაძე გახდნენ.

ხვალ ჩემპიონატის დასკვნითი დღეა. ტიტულისთვის დაშნით მოფარიკავეები იბრძოლებენ.