რანგნიკის აზრით, ვერნერმა „ლაიფციგი“ უნდა დატოვოს
რანგნიკის აზრით, ვერნერმა „ლაიფციგი“ უნდა დატოვოს

გერმანული „ლაიფციგის“ მთავარმა მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა თავდამსხმელ ტიმო ვერნერის შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა.

„ჩვენი პოზიცია ასეთია – თუ ვერნერი კონტრაქტს არ გააგრძელებს, მას კლუბის გამოცვლა მოუწევს. ვერნერმა უნდა მოძებნოს სხვა კლუბი და შემდეგ იქიდან უნდა ჩვენ დაგვიკავშირდნენ, რაც ჯერ არ მომხდარა“, – მოჰყავს რანგნიკის სიტყვები „სპორტ1-ს“ (Sport1).

თავდამსხმელს კონტრაქტი „ლაიფციგთან“ 2020 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.ცოტა ხნით ადრე, 23 წლის გერმანელით „ბაიერნი“ და „ლივერპული“ იყვნენ დაინტერესებულები. 2018/2019 წლის სეზონზე, ტიმო ვერნერმა 36 მატჩი ჩაატარა,19 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

დატოვე კომენტარი