რანგნიკი „მილანის“ მწვრთნელობას დათანხმდა
რანგნიკი „მილანის“ მწვრთნელობას დათანხმდა

გერმანელმა სპეციალისტმა რალფ რანგნიკმა წინასწარი კონტრაქტი გააფორმა „მილანთან“, რომლის მიხედვითაც 2020-21 წლების სეზონისთვის იტალიური გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდება. ამის შესახებ დაწერა ფრანგულმა გამოცემა „ეკიპმა“.

უფრო ადრე, იტალიურ პრესაში დაიწერა, რომ რანგნიკი „მილანში“ პასუხისმგებელი იქნება არა მხოლოდ გუნდის მომზადებაზე, არამედ მოთამაშეების ყიდვა-გაყიდვასა და სკაუტინგზე. ეს ნიშნავს, რომ „მილანში“ ხელმძღვანელ პოსტებს გამოეთხოვებიან პაოლო მალდინი და ზვონიმირ ბობანი.

61 წლის რანგნიკის კარიერაში ბოლო კლუბი იყო „ლაიპციგი“, რომელსაც ის გასულ სეზონში ავარჯიშებდა.

მიმდინარე სეზონში „მილანმა“ ერთხელ შეიცვალა მწვრთნელი. ახლა, გუნდი სტეფანო პიოლის ხელმძღვანელობით მერვე ადგილზეა იტალიის ჩემპიონატში.