რანგნიკი „მილანის“ მწვრთნელიც იქნება და სპორტული დირექტორიც

17:11, 07.07.2020

„მილანმა“ „შალკესა“ და „ლაიპციგის“ ყოფილ მთავარ მწვრთნელთან, რალფ რანგნიკთან შეთანხმებას მიაღწია.

რამდენიმე იტალიური წყაროს ცნობით, 62 წლის გერმანელ სპეციალისტთან კონტრაქტი სამწლიანი იქნება. ის გუნდს სათავეში 2020-21 წლების სეზონში ჩაუდგება.

ასევე აღნიშნავენ, რომ რანგნიკი მოლაპარაკებებს გამართავს „მილანის“ ხელმძღვანელობასთან, რათა შეათავსოს მთავარი მწვრთნელის პოსტი სპორტული დირექტორის თანამდებობასთან, რომელიც დღეს კლუბის ლეგენდას, პაოლო მალდინის უჭირავს.

„მილანი“ სერია A-ს გათამაშებაში მეშვიდე ადგილზეა.

მსგავსი