„რანდერსმა“ ლობჟანიძეს ნაკრებში გამოძახება მიულოცა - ახლა ისევ საბას დროა
„რანდერსმა“ ლობჟანიძეს ნაკრებში გამოძახება მიულოცა - ახლა ისევ საბას დროა

დანიური საფეხბურთო კლუბი „რანდერსი“ საქართველოს ნაკრებში საბა ლობჟანიძის გამოძახებას გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევრო2020-ის შესარჩევ ციკლს 23 მარტს „დინამო არენაზე“ შვეიცარიასთან მატჩით გახსნის, 26 მარტს კი, დუბლინში ირლანდიას დაუპირისპირდება. ვლადიმირ ვაისმა კი დანიური „რანდერსის“ ქართველი ლეგიონერი „ჯვაროსნების“ შეკრებაზე გარკვეული პაუზის შემდეგ გამოიძახა.

საბა ლობჟანიძე გოლს საათის გამოსახვით აღნიშნავს და ამით ამბობს, რომ ახლა მისი დროა. „რანდერსის“განცხადებაში სწორედ ამაზე მიანიშნეს.

„საბა ლობჟანიძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს. ახლა ისევ საბას დროა. ჩვენი გუნდის თავდამსხმელი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის გამოიძახეს. ტექნიკურად ძლიერი ფეხბურთელი „რანდერსში“ გამოსვლით გაიცნეს. საბას წარმატება სამშობლოშიც დააფასეს. მან ეროვნულ გუნდში სამი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. საქართველო ჯგუფში დანიასთან ერთად მოხვდა. ასე რომ შესაძლოა, ლობჟანიძე 10 ივნისს დანიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგაც ვიხილოთ“, – წერს „რანდერსის“ ოფიციალური გვერდი.

დატოვე კომენტარი