რანდერსის დირექტორი - ლობჟანიძე სერიოზულად არ დაშავებულა
რანდერსის დირექტორი - ლობჟანიძე სერიოზულად არ დაშავებულა
საბა ლობჟანიძე „რანდერსს“ ტრავმირებული დაუბრუნდა, მაგრამ საქართველოს ნაკრების 24 წლის ფეხბურთელის მდგომარეობა საგანგებოც არაა, – ამის შესახებ დანიური გამოცემა „ტიპსბლადეტი“ წერს.
 
„რანდერსის“ სპორტული დირექტორის, სორენ პედერსენის თქმით, შესაძლოა, ლობჟანიძე გუნდს შემდეგ ტურში დაეხმაროს.
„ჩვენ მიერ მიღებული ინფორმაცია იმაზე მიუთითებს, რომ სერიოზული არაფერია, მაგრამ დაბრუნების შემდეგ საბას გამოკვლევას ჩავუტარებთ და გავიგებთ, რეალურად რა მოუვიდა. ამჟამად, მე არ შემიძლია ვარაუდებით ვილაპარაკო, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, გუნდს „მიდტიულანდთან“ დაეხმაროს“, – ამბობს სორენ პედერსენი.
დატოვე კომენტარი