ტურინის „იუვენტუსი“ „პარი სენ-ჟერმენიდან“ იჯარით აიყვანს ფორვარდ რანდალ კოლო-მუანის.
იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ გამოაცხადა, რომ მხარეებმა საიჯარო ხელშეკრულებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც, საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი სეზონის ბოლომდე დარჩება „იუვენტუსში“ და ტურინულ კლუბს არ ექნება მისი გამოსყიდვის უფლება.
იჯარის პერიოდში კოლო-მუანის ხელფასს სრულად იტალიური კლუბი გადაიხდის.
ფორვარდი უკვე ამ კვირას გაივლის სამედიცინო შემოწმებას „იუვენტუსისთვის“.
ამ სეზონში კოლო-მუანიმ ლიგა 1-ში ჩატარებულ 10 მატჩში ორი გოლი გაიტანა.