„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი რანდალ კოლო მუანი მალე „იუვენტუსში“ დაბრუნდება. 26 წლის ფეხბურთელმა შეათანხმა კონტრაქტი იტალიურ გუნდთან და ელოდება კლუბებს შორის გარიგების დასრულებას.
იტალიელი ჟურნალისტის, ნიკოლო სკირას ინფორმაციით, „იუვენტუსმა“ მიაღწია შეთანხმებას ფრანგ ფორვარდთან. კოლო მუანი ტურინელებთან ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს და წელიწადში შვიდ მილიონ ევროს მიიღებს.
„პარი სენ-ჟერმენს“ ფორვარდის სანაცვლოდ 55 მილიონი ევროს მიღება სურს, „იუვენტუსის“ შეთავაზება კი არის 45 მილიონი, რასაც დაემატება ხუთი მილიონი ბონუსების სახით.
სკირას მიაჩნია, რომ გარიგება მალე დასრულდება. „იუვენტუსის“ პრეზიდენტმა, ჯონ ეკლანმა სპორტულ დირექტორს ფრანგის ტრანსფერის სწრაფად მოგვარების მითითება მისცა.
გასულ სეზონში კოლო მუანიმ ყველა ტურნირზე 36 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.