„რეალის“ ხელმძღვანელობა და სერხიო რამოსი ფეხბურთელის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით კომპრომისზე არ მიდიან. ორივე მხარეს ახალ ხელშეკრულებასთან განსხვავებული შეხედულება აქვს და ჯერჯერობით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, – იუწყება AS.
წყაროს ინფორმაციით, 33 წლის მცველს „სამეფო კლუბთან“ კონტრაქტის გაგრძელება 2023 წლამდე სურს, თუმცა მადრიდელები რამოსთან მხოლოდ 2022 წლამდე აპირებენ ხელშეკრულების გაფორმებას.
მადრიდულ კლუბთან სერხიო რამოსის მიმდინარე კონტრაქტი 2021 წელს იწურება.
რამოსი „რეალში“ 2005 წლიდან თამაშობს. „სამეფო კლუბში“ მან 637 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 91 ბურთი და 38 საგოლე გადაცემა შეასრულა.