რამოსი და მარსელო „რეალ მადრიდის“ ყველაზე ტოტულოვანი ფეხბურთელები არიან
რამოსი და მარსელო „რეალ მადრიდის“ ყველაზე ტოტულოვანი ფეხბურთელები არიან

„რეალის“ მცველებმა სერხიო რამოსმა და მარსელომ 22-ე ტიტული მოიგეს და მადრიდული კლუბის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშეები გახდნენ.

ამ ორი ფეხბურთელის ანგარიშზე ესპანეთის ხუთი ჩემპიონობა, ოთხი ჩემპიონთა ლიგის თასი, ორი ესპანეთის თასი და ოთხი ესპანეთის სუპერთასია. გარდა ამისა, მათ სამჯერ აქვთ მოგებული უეფას სუპერთასი და ოთხჯერ – მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატის 37-ე ტურში „რეალმა“ 2-1 დაამარცხა „ვილიარეალი“ და ქვეყნის ჩემპიონობა სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდა. ეს მადრიდელთა ისტორიაში 34-ე ჩემპიონობაა.

დატოვე კომენტარი