რამოსი და ბენზემა „ინტერთან“ მატჩს გამოტოვებენ
რამოსი და ბენზემა „ინტერთან“ მატჩს გამოტოვებენ

ქარიმ ბენზემა და სერხიო რამოსი ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში მილანის „ინტერის“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ. მადრიდულ კლუბს მე-4 ტურში მთავარი ფორვარდისა და მცველის გარეშე მოუწევს თამაში.

ფრანგმა ფეხბურთელმა 8 ნოემბერს ვალენსიასთან მატჩის დროს მიიღო ტრავმა და მომდევნო ტურში „ვილიარეალის“ წინააღმდეგ სტადიონზე არ გამოსულა. მადრიდელები იმედოვნებდნენ, რომ ბენზემა მოახერხებდა იტალიაში გამგზავრებას, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ის „რეალის“ განაცხადში ვერ მოხვდა.

რაც შეეხება სერხიო რამოსს, სამეფო კლუბის კაპიტანმა სანაკრებო პაუზის დროს გერმანიასთან შეხვედრაში მიიღო დაზიანება და ჯერჯერობით უცნობია, როდის მოახერხებს მოედანზე დაბრუნებას.

ამ თამაშს ორივე გუნდისთვის, სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს. სამი ტურის შემდეგ „რეალი“ 4 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება, ხოლო „ინტერი“ 2 ქულით ბოლო ადგილზეა. წინა მატჩი ამ ორ გუნდს შორის დაძაბული და უხვგოლიანი აღმოჩნდა. მადრიდელებმა როდრიგოს გოლით მოახერხეს 3 ქულის მოპოვება. ჯგუფში პირველ ადგილს „გლადბახი“ იკავებს, გერმანულ კლუბს 5 ქულა აქვს, ხოლო მეორე ადგილზე 4 ქულით დონეცკის „შახტარია“. უკრაინელები „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მოგებული შეხვედრის გამო სამეფო კლუბს უსწრებენ.

მილანის „ინტერსა“ და მადრიდის „რეალს“ შორის შეხვედრა, ოთხშაბათს, 25 ნოემბერს, ღამის 12 საათზე გაიმართება.

დატოვე კომენტარი