რამონ კალდერონი - კრიშტიანო „ბარსელონაში“ გადასვლასთან ახლოს იყო
რამონ კალდერონი - კრიშტიანო „ბარსელონაში“ გადასვლასთან ახლოს იყო

მადრიდის „რეალის“ ყოფილი პრეზიდენტი რამონ კალდერონი ამბობს, რომ კრიშტიანო რონალდო „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ „ბარსელონაში“ გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო.

„კრიშტიანოსთან მოლაპარაკებებს მთელი 2007 და 2008 წლების განმავლობაში ვაწარმოებდით. რთული იყო, რადგან მანჩესტერელებს მისი დაკარგვა არ სურდათ. თუმცა, თავად რონალდომ მშვენივრად იცოდა, რომ მისთვის მადრიდში გადმოსვლა უკეთესი იყო. ალექს ფერგიუსონს მისი რეალისთვის დათმობა არ აწყობდა, რადგან ჩვენ მათზე მეტი ტიტული გვქონდა და გვაქვს მოგებული. ამიტომ, მან ის „ბარსელონას“ შესთავაზა. კატალონიელები სიხარულისგან კინაღამ ჭკუდან შეიშალნენ, თუმცა რონალდოს ესმოდა, რომ „რეალის“ წინაშე ვალდებულებები ჰქონდა“, – ამბობს კალდერონი.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანო რონალდო „რეალ მადრიდის“ ფეხბურთელი 2009 წლის ზაფხულში გახდა და მის სანაცვლოდ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 94 მილიონი ევრო მიიღო. 2018 წელს პორტუგალიელი „იუვენტუსში“ 117 მილიონ ევროდ გაიყიდა.