რამდენიმე ვერსია კვარაცხელიას მომავალზე - ყველაზე რეალური „ნაპოლია“, დაინტერესებულია „არსენალიც“ #1TVSPORT
რამდენიმე ვერსია კვარაცხელიას მომავალზე - ყველაზე რეალური „ნაპოლია“, დაინტერესებულია „არსენალიც“ #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის „რუბინთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და კარიერას ბათუმის „დინამოში“ გააგრძელებს, მაგრამ ცხადია, ეს დროებითი ამბავია.

მთავარია, რა იქნება შემდეგ – იტალიური გამოცემები ამტკიცებენ, რომ „ნაპოლი“ ყველაზე რეალური ვარიანტია. ერთი გამოცემა წერს, რომ საკითხი გადაწყდა და ხვიჩა კვარაცხელია კონტრაქტს ივნისში გააფორმებს, ხოლო მეორე – რომ ნეაპოლელები გადამწყვეტი ნაბიჯისთვის ემზადებიან. ინგლისელები კი სულ სხვას რამეს ამტკიცებენ.

„Tuttomercatoweb – „ნაპოლი“ კვარაცხელია ზაფხულისთვის შეიძენს – არსებობს იმედი, რომ ტრანსფერი მალე დასრულდება

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ მიერ ზაფხულისთვის შერჩეული ფეხბურთელია. ბოლო დღეებში კასტელ ვოლტურნოში მის აგენტებთან შეხვედრის შემდეგ ნეაპოლურმა კლუბმა, გადაწყვიტა ქართველ ფეხბურთელის ტრანსფერის საკითხი, რომელიც ყაზანის „რუბინიდან“ ბათუმის „დინამოში“ გადავიდა“.

„gazzetta dello sport – „რუბინმა“ კვარაცხელიას გაათავისუფლა – „ნაპოლი“ გადამწყვეტ ნაბიჯისთვის ემზადება

რუსულმა კლუბმა რუსეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერსპექტივის მქონე მოთამაშესთან კონტრაქტი გაწყვიტა. სიახლე არ არის, რომ უკრაინაში კონფლიქტის შედეგად შექმნილი დაძაბული ატმოსფერო ფეხბურთელებზე დიდ გავლენას ახდენს. ეს ეხება 2001 წელს დაბადებულ შემტევ გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას, რომელსაც კრიშტიანო ჯუნტოლი („ნაპოლის“ სპორტული დირექტორი) ლორენცო ინსინიეს შემცვლელად განიხილავს. „ნაპოლის“ კაპიტანი ზაფხულიდან „ტორონტოს“ მოთამაშე გახდება და კლუბი ახალ შემტევს ეძებს. განხილულთა შორის არის ქართველიც, რომელიც ბოლო პერიოდში სამშობლოში დაბრუნდა და ბათუმის „დინამოში“ გადავიდა.

ბუნებრივია, ღირებულება გავლენას მოახდენს მოლაპარაკებებზე, რომლებშიც უკვე მიმდინარეობს. როდესაც „ნაპოლი“ ფეხბურთელით დაინტერესდა, თანხა 15 მილიონი ევრო იყო. ახლა ნეაპოლელები ასევე აკვირდებიან „რეალ სოსიედადის“ ადნან იანუზაის, რომელიც ივნისში თავისუფალი აგენტი გახდება. თუმცა, კვარაცხელიაც შეიძლება თავისუფალი გახდეს. ხარჯების არარსებობა მას კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ასაკობრივი სხვაობის გათვალისწინებით: „მანჩესტერ იუნაიტედის“ და „დორტმუნდის“ ყოფილი შემტევი თებერვალში 27 წლის გახდა. ამრიგად, ახალგაზრდა ქართველზე მოთხოვნა იზრდება და „ნაპოლიმ“, შესაძლოა, გადამწყვეტი ნაბიჯი სეზონის დასრულებამდე გადადგას“.

ბრიტანული გამოცემა sportsmole კი ამტკიცებს, რომ ქართველი თავდამსხმელის მიმართ ინტერესი ინგლისურ კლუბებსაც გააჩნიათ.

„sportsmole – შეებრძოლება „არსენალი“ „ტოტენჰემს“ კვარაცხელიასთვის?

გავრცელებული ინფორმაციით, „არსენალს“ ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია მოეწონა. უკრაინაში აგრესიის შემდეგ რუსული და უკრაინული კლუბების ფეხბურთელებს ახალ კლუბებთან კონტრაქტის გაფორმების უფლება მიეცათ და ქართველი ფეხბურთელი ბათუმის „დინამოში“ გადავიდა.

კვარაცხელიას გადასვლა, შესაძლოა, „არსენალმა“ შესთავაზოს, რადგან „მეთოფეები“ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მას აკვირდებოდნენ. როგორც ამბობენ, შუამავლები უკვე მუშაობენ, რომ კვარაცხელია „ნაპოლიმ“ შეიძინოს, რომელიც საამისოდ ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯარაში“ 15 მილიონ ევროს დახარჯავს. კვარაცხელიამ საერთაშორისო დონეზე გაიტანა ისეთ მეტოქეებთან, როგორებიცაა ესპანეთი, შვედეთი და საბერძნეთი. ინტერესი ასევე აქვს „ლიდს იუნაიტედსა“ და „ტოტენჰემ ჰოტსპურს“.