რამდენიმე სატრანსფერო წინადადების მიუხედავად, ალისონ ბეკერი „ლივერპულის“ დატოვებას არ გეგმავს #1TVSPORT
„ლივერპულის“ ბრაზილიელი მეკარე ალისონ ბეკერი ზაფხულში კლუბის შეცვლას არ გეგმავს.
ჟურნალისტ ნიკოლო სკირას ცნობით, ბოლო კვირების განმავლობაში ალისონმა „გალათასარაიდან“ და საუდის არაბეთის ორი კლუბიდან ფინანსურად სარფიანი წინადადებები მიიღო, თუმცა უარყო.
როგორც ბრიტანული მედია წერს, 31 წლის მეკარე კვლავ „ლივერპულის“ ძირითადი შემადგენლობის წევრი იქნება და, დიდი ალბათობით, კონკურენციას გიორგი მამარდაშვილს გაუწევს. შეგახსენებთ, ქართველმა მეკარემ ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი ჯერ კიდევ შარშან გააფორმა და გუნდს უახლოეს მომავალში შეუერთდება.
ალისონს მოქმედი კონტრაქტი „ლივერპულთან“ 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ის კლუბში 2018 წელს გადავიდა და მას შემდეგ 298 მატჩი ჩაატარა, რომელთაგან ერთ-ერთში გოლის გატანაც მოახერხა.