რამდენიმე ქვეყანა ევრო 2020-ის 2021 წელს გადატანას ითხოვს
რამდენიმე ქვეყანა ევრო 2020-ის 2021 წელს გადატანას ითხოვს

რამდენიმე ევროპულმა გამოცემამ დაწერა იმის შესახებ, რომ ევროპის მთელმა რიგმა ქვეყნებმა მიმართეს „უეფა“-ს (UEFA) თხოვნით, 2021 წლის ზაფხულისთვის გადაიტანოს ევრო 2020. მიუხედავად ამისა, „უეფა“-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ არ აპირებენ ევროპის ჩემპიონატის ვადების შეცვლას.

„ევრო 2020 12 ივნისს, რომში დაიწყება. „უეფა“ კავშირზეა ყველა საერთაშორისო და ადგილობრივ ხელისუფლებასთან. დღეისათვის არ არსებობს აუცილებლობა, რაღაც შეიცვალოს ტურნირის არსებულ განრიგში. ეს საკითხი მუდმივ კონტროლზეა“, – წერია „უეფა“-ს პრესსამსახურის განცხადებაში.