რამდენიმე ევროპული კლუბი გეგმავს NBA-ში გადასვლას #1TVSPORT
რამდენიმე ევროპული კლუბი გეგმავს NBA-ში გადასვლას #1TVSPORT

რამდენიმე ტიტულოვანი ევროპული კლუბი აპირებს შეუერთდეს ევროპულ NBA-ს. ამის შესახებ წერს გამოცემა Front Office-ი.

ელოდებიან, რომ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ევროპულ პროექტს 2028 წელს შეუერთდებიან ევროლიგის კლუბები: „ბარსელონა“, „რეალი“ და „ფენერბახჩე“.

ასევე შექმნიან საკალათბურთო კლუბებს „მანჩესტერ სიტი“ და „პარი სენ-ჟერმენი“, – დაწერა ინსაიდერმა ევან ესიდერიმ.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ NBA განიხილავს ევროპაში საკალათბურთო ლიგის შექმნის ვარიანტს.

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რომელ სეზონში ჩაეშვება ახალი ლიგა. უფრო ადრე წერდნენ, რომ ბევრი ევროპული კლუბია დაინტერესებული ახალ ტურნირში გამოსვლით.