რამდენი სპორტული ობიექტი დაანგრიეს და დააზიანეს უკრაინაში #1TVSPORT
რამდენი სპორტული ობიექტი დაანგრიეს და დააზიანეს უკრაინაში #1TVSPORT

უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრომ გამოაქვეყნა სტატისტიკა – თუ რამდენი სპორტული და საფეხბურთო სტადიონი დაანგრიეს რუსეთის ჯარებმა მეზობელ ქვეყანაში შეჭრის შემდეგ.

სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღეებიდან რუსმა დამპყრობლებმა განაცხადეს, რომ ისინი ანადგურებდნენ მხოლოდ სამხედრო ობიექტებს, მაგრამ უკრაინასა და მთელ ცივილიზებულ სამყაროს ამის არ სჯერა და ამას ნგრევის სტატისტიკა ადასტურებს.

როგორც უკრაინის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, რუსების დაბომბვის შედეგად დაზიანდა 41 სპორტული ობიექტი. მათი განადგურების ხასიათი განსხვავებულია – ჩამტვრეული ფანჯრებიდან და დანგრეული სახურავებიდან დაწყებული და მნიშვნელოვნად და ნაწილობრივ დაზიანებულ შენობებით დასრულებული. მთლიანად განადგურდა 12 სპორტული ობიექტი.

ყველაზე მეტად დონეცკის, ლუგანსკის, ხარკოვისა და კიევის რეგიონების ინფრასტრუქტურა დაზარალდა. განადგურებული ან დაზიანებული ობიექტების სრული სია ჯერ არ არის, რადგან უკრაინის ნაწილი ჯერ კიდევ რუსების დროებითი ოკუპაციის ქვეშ იმყოფება. ამას გარდა, განაღმვითი სამუშაოები კიევისა და ჩერნიგოვის რეგიონების გარკვეულ ტერიტორიებზე გრძელდება.