რამდენი გოლი აქვს ლიონელ მესის - 400 თუ 399? [ვიდეო]
რამდენი გოლი აქვს ლიონელ მესის - 400 თუ 399? [ვიდეო]

კვირას საღამოს, „ბარსელონას“ ფორვარდის, ლიონელ მესის გულშემატკივრები თავიანთი კერპის მორიგ მიღწევას ზეიმობდნენ. არგენტინელმა „ეიბართან“ მატჩში ერთი გოლი გაიტანა, რითაც პრიმერაში თავისი გოლების რიცხვი 400-მდე აიყვანა. მაგრამ ეს რიცხვი საკამათოდ აქცია ესპანურმა გაზეთმა Marca-მ, რომელიც ირწმუნება, რომ მესის ანგარიშზე არა 400, არამედ 399 გოლია.

საქმე შემდეგში მდგომარეობს. 2012 წლის 1 დეკემბერს, „ბარსელონა“ „კამპ ნოუზე“ იღებდა „ბილბაოს“. მატჩი სტუმრების სამარცხვინო წაგებით დასრულდა – 1:5. მესიმ იმ მატჩში დუბლი შეასრულა, მაგრამ ფორვარდის პირველი გოლი პოლემიკის საგანი გახდა. არგენტინელმა პასი მიიღო ჩავისგან, მეკარე გორკა ირაისოსთან პირისპირ გავიდა და მას ბურთი თავზე გადაუგდო. „ბილბაოს“ მცველმა ფერნანდო ამორებიეტამ ბურთის ცარიელი კარიდან გამოტანა სცადა, მაგრამ მხოლოდ მიმართულება შეუცვალა და თავისი გუნდი ვერ გადაარჩინა.

Marca დარწმუნებულია, რომ ეს ავტოგოლი იყო, არადა, ყველა სტატისტიკური რესურსი გოლს ლიონელ მესის უთვლის.