რამაზ ზოიძემ პირველ შეხვედრაში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ტურნირის მესამე დღეს, ორი ქართველი – რამაზ ზოიძე (67კგ) და ლაშა გობაძე (87კგ) იასპარეზებენ.

რამაზ ზოიძე პირველ შეხვედრაში კუბელ, მოქმედ ოლიმპიურ და მსოფლიო ჩემპიონს, ისმაელ ბორერო მოლინას შეხვდა და სენსაციურად,  ანგარიშით 3:2 დაამარცხა. ქართველ ფალავანს კენჭისყრაში არ გაუმართლა, მაგრამ რამაზი, რომელსაც ახალგაზრდებში და 23-წლამდელებში ყველა დიდი ტიტული მოგებული აქვს, შესანიშნავ ფორმაშია და ეს დაამტკიცა კიდეც ძლიერ მოწინააღმდეგესთან.

ლაშა გობაძე პირველ წრეში გამოცდილ უზბეკ მოჭიდავეს რუსტამ ასაკალოვს რამდენიმე წუთში დაუპირისპირდება. წინასწარი შეხვედრები 06:00 საათზე, ნახევარფინალები კი 13:15 საათზე გაიმართება.