რამაზ სვანაძემ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან კონტრაქტი გაახანგრძლივა #1TVSPORT
რამაზ სვანაძემ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან კონტრაქტი გაახანგრძლივა #1TVSPORT

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 21-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, რამაზ სვანაძესთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.

მიმდინარე კონტრაქტი 42 წლის სპეციალისტთან ერთი წლით გაგრძელდა, რომელიც კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობას ითვალისწინებს. სვანაძე ეროვნული გუნდების სტრუქტურაში 2018 წლიდან მუშაობს. ის 18 და 19-წლამდელთა ასაკობრივ გუნდებს ხელმძღვანელობდა.

ამ პერიოდში 19-წლამდელებმა საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპი წარმატებით, პირველი ადგილით დასძლიეს, ხოლო 2020 წელს გასამართი ელიტრაუნდი პანდემიის გამო აღარ ჩატარდა.

სვანაძე 21-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2021 წლის თებერვლიდან მუშაობს. მას შემდეგ, მისი ხელმძღვანელობით, ახალგაზრდულმა გუნდმა 20 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 10 მოიგო, ოთხჯერ დამარცხდა და ექვსი შეხვედრა ფრედ დაასრულა.

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ყველაზე დასამახსოვრებელი თამაშები ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ჩაატარა. რამაზ სვანაძის გუნდმა ჯგუფში პორტუგალიას, ბელგიასა და ნიდერლანდებს აჯობა, რითიც პირველი ადგილი დაიკავა. „დინამო არენაზე“ გამართულ მეოთხედფინალში კი ქართველი ფეხბურთელები ისრაელთან პენალტების სერიაში დამარცხდნენ.