რამაზ სვანაძემ საქართველოს 21-წლამდელთა გუნდის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
რამაზ სვანაძემ საქართველოს 21-წლამდელთა გუნდის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ ევროპის ჩემპიონატის ახალი შესარჩევი ციკლისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა.

ახალგაზრდა „ჯვაროსნები“ პირველ შეხვედრას 9 სექტემბერს, 20:00 საათზე ჩრდილოეთ ირლანდიასთან გამართავენ. მატჩს ქუთაისი, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.

სვანაძის გუნდი ჯგუფში ჩრდილოეთ ირლანდიის, მალტის, ლატვიის, საბერძნეთისა და გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრებების წინააღმდეგ იასპარეზებს. მოახლოებული პირველი ტურის წინ მთავარმა მწვრთნელმა ნაკრებში 23 ფეხბურთელი გამოიძახა. შეკრებას ვერ შეუერთდება ინგლისური „ნიუკასლის“ წევრი ვახტანგ სალია, რომელიც ტრავმირებულია.

U21 | შემადგენლობა:

მეკარეები: მიხეილ მაქაცარია („დინამო თბილისი“), საბა ქაჯაია („რეალ მურსია“, ესპანეთი), რევაზ კურტანიძე („იბერია 1999“).

მცველები: ჟორჟე ქარსელაძე („აკადემიკა კოიმბრა“, პორტუგალია), დავით ბუკია („ლოკომოტივი თბილისი“), ლუკა ლაცაბიძე („დინამო თბილისი“), ალექსანდრე ნარიმანიძე („ჟილინა“, სლოვაკეთი), მათე შათირიშვილი („დინამო თბილისი“), აკაკი გიუნაშვილი („კოლხეთი 1913“ ფოთი), საბა ხარებაშვილი („დინამო თბილისი“), გიორგი ტაბატაძე („ვაილე“, დანია).

ნახევარმცველები: დაჩი ლორთქიფანიძე („კრემონეზე“, იტალია), ნიკოლოზ დადიანი („იბერია 1999“), გაბრიელ სიგუა („ლოზანა სპორტი“, შვეიცარია), ცოტნე ბერელიძე („დინამო თბილისი“), გია ნადარეიშვილი („გაგრა“), ირაკლი იეგოიანი („ექსელსიორი“, ნიდერლანდები), ლუკა წულუკიძე („დინამო ბათუმი“), გიორგი ხარებავა („კოლხეთი 1913“ ფოთი), ალეკო ბასილაძე („ტორპედო ქუთაისი“).

თავდამსხმელები: დიეგო დეისაძე („ტერმალიკა ნეცეჩა“, პოლონეთი), საბა გეგიაძე („სპაერი“), დავით გოცირიძე („გაგრა“).