რამაზ სვანაძემ ნაკრების ახალი იდენტობის შესახებ ისაუბრა - ვცდილობთ, ყველა შეხვედრაში მოსაგებად ვიბრძოლოთ #1TVSPORT
რამაზ სვანაძემ ნაკრების ახალი იდენტობის შესახებ ისაუბრა - ვცდილობთ, ყველა შეხვედრაში მოსაგებად ვიბრძოლოთ #1TVSPORT

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ რუმინეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან მოახლოებული მატჩის, მიმდინარე შეკრებისა და ეროვნული გუნდების ახალი იდენტობის შესახებ ისაუბრა.

„ეს ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ერთ-ერთი ეტაპია. მთავარი აქცენტი შეთამაშებასა და ნაკლის აღმოფხვრაზე გვაქვს. როგორც ნებისმიერი გუნდი, უნაკლოები არც ჩვენ ვართ და ჯერ კიდევ გვაქვს დრო, რომ ეს ყველაფერი გამოვასწოროთ ევროპის ჩემპიონატს მზადყოფნაში შევხდეთ. რუმინეთს რაც შეეხება, საკმაოდ კარგი გუნდია და საკმაოდ რთულ თამაშს ველდოებით – ეს ძალიან კარგია. ჩვენი მიზანი ამ მხრივაც უცვლელია. ჩვენ ვცდილობთ, ყველა შეხვედრაში დადებითი შედეგი დავაფიქსიროთ. მოედანზე ჩვენი გასვლა იმას ნიშნავს, რომ მოსაგებად უნდა ვიბრძოლოთ.

სელექციის პროცესი გრძელდება და ასე იქნება ევროპის ჩემპიონატამდე. ჩვენ გვყავს ბირთვი, მაგრამ გვეყოლება ახალწვეულებიც, ჩვენ შევეცდებით, შანსი მივცეთ ყველას, ვინც ამას დაიმსახურებს, რადგან ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა. გაცნობიერებული გვაქვს, რამხელა დონის ტურნირი ტარდება და ყველა ახალგაზრდა იქ მოხვედრაზე ოცნებობს. ჩვენც ვცდილობთ, მათ ეს შანსი მივეცთ. დანარჩენი მათზეა დამოკიდებული. 4 ახალი ფეხბურთელი გვყავს, რომელთაც სავარჯიშო პროცესში ვაკვირდებით. აქედან გამომდინარე გადაწყდება, თუ ვინ გავა მოედანზე.

რაც შეეხება ნაკრების ახალ იდენტობას – დადებითი სიახლე ყოველთვის კარგი და მოტივაციაა, მაგრამ ჩემთვის პირადად ამაში ყველაზე მნიშვნელოვანი ვიზუალურ მხარესთან ერთად ღრმა შინაარსია. ამ შეკრებაზე იმაზე ვმუშაობთ, რომ ფეხბურთელებს ეს ღრა შინაარსი გავაცნოთ. მიხარია, რომ მათ ეს აღიქვეს და დამატებითი მოტივაცია იქნება. სანამ კლიპს საზოგადოება იხილავდა, იყო აზრების გაცვლა. ახლა მთავარია, ეს შინააარსი მაქსიმალურად გაიგოს თითოეულმა ფეხბურთელმა და გააცნობიეროს ის პასუხისმგებლობა, რაც ნაკრებში თამაშს ახლავს.

ერთა ლიგის მოახლოებული გათამაშება სფეციფიკური და განსხვავებულია იმ კუთხით, რომ მოკლე ვადაში 4 საპასუხისმგებლო თამაშის გამართვის გამოცდილება აქამდე არასოდეს გვქონია. ჩვენს ეროვნულ ნაკრებს წარმატებას ვუსურვებ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს გათამაშება ჩვენთვის ძალიან კარგად დასრულდება“, – ამბობს რამაზ სვანაძე.