რამაზ სვანაძემ მარტის მატჩებისთვის საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
რამაზ სვანაძემ მარტის მატჩებისთვის საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ მარტის სანაკრებო მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.

პირველ შეხვედრას სვანაძის გუნდი სტუმრად თურქეთთან გამართავს. ამის შემდეგ ახალგაზრდული ნაკრები გიბრალტარში გაემგზავრება, სადაც 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩს ჩაატარებს.

21-წლამდელთა მოახლოებულ შეკრებას, დისციპლინარული სანქციების გამო, გიორგი მაისურაძე (გაძევება) და ნოდარ ლომინაძე (სამი გაფრთხილება) გამოტოვებენ. გუნდს ასევე დააკლდება ჯადული იობაშვილი, რომელსაც ტრავმა აქვს.

ნაკრებს სამი ახალწვეული ჰყავს – ლუკა სალუქვაძე, ნიკოლოზ სიხარულაშვილი და დავით ზურაბიანი.

22 მარტი, 21:30

თურქეთი V საქართველო

26 მარტი, 17:00

გიბრალტარი V საქართველო

U21 შემადგენლობა:

მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი).

მცველები: ნიკოლოზ უგრეხელიძე, ლუკა სალუქვაძე (ორივე – დინამო თბილისი), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია), საბა ხვადაგიანი (მაკაბი ნეთანია, ისრაელი), საბა მამაცაშვილი (იბერია 1999), ზურაბ რუხაძე (დილა გორი), დავით ზურაბიანი (კოლხეთი ფოთი 1913), ლუკა ლაცაბიძე (შახტარი დონეცკი, უკრაინა).

ნახევარმცველები: ოთარ მამაგეიშვილი, გიზი მამაგეიშვილი (ორივე – იბერია 1999), ლევან ოსიყმაშვილი, ნიკოლოზ სიხარულაშვილი (ორივე – დინამო თბილისი), ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია), შალვა ოგბაიძე (დენ ბოსხი, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), თორნიკე მორჩილაძე (თელავი).

თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (პაოკი, საბერძნეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913).

საკვალიფიკაციო ეტაპის C ჯგუფში, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 10 ქულით მეორე ადგილზეა და მესამეადგილოსან შვედეთს სამი ქულით ასწრებს.