რამაზ სვანაძე - ძალიან გვინდა, საბა საზონოვი ევრო 2025-ზე ჩვენთან იყოს #1TVSPORT
რამაზ სვანაძე - ძალიან გვინდა, საბა საზონოვი ევრო 2025-ზე ჩვენთან იყოს #1TVSPORT

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ საბა საზონოვის მდგომარეობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ „ემპოლის“ 22 წლის მცველი გუნდს ევრო 2025-ის ფინალურ ეტაპზე დაეხმარება.

„სამწუხაროდ, საბა საზონოვს „ემპოლიში“ ვარჯიშის დროს ერთ-ერთ უმნიშვნელო ეპიზოდში ჯვარედინი იოგები გაუწყდა. მერე ოპერაცია გაიკეთა და დღემდე რეაბილიტაციას გადის.

ხორვატიასთან პლეი ოფის დასრულების შემდეგ მასთან მქონდა კონტაქტი, დაგვირეკა და მთელ გუნდს გამარჯვება მოგვილოცა. საბას რეაბილიტაცია ისეთი ვადებით მიდის, როგორც დაგეგმილი იყო და მადლობა ღმერთს, გართულებები არ არის. გამოჯანმრთელება უნდა მოასწროს.

იქნება თუ არა ევროპის ჩემპიონატისთვის მზად? ის დიდი ძალაა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატი მაღალი დონის ტურნირია და დიდი მნიშნელობა ექნება, მოასწრებს თუ არა ფორმის აღდგენას. გასათვალისწინებელია, როგორი სათამაშო პრაქტიკა ექნება. ძალიან გვინდა, საბა ჩვენთან იყოს“, – განაცხადა სვანაძემ.