რამაზ სვანაძე - ახალგაზრდულ ნაკრებში 19-წლამდელთა გუნდიდან რამდენიმე ფეხბურთელს დავაწინაურებთ #1TVSPORT
რამაზ სვანაძე - ახალგაზრდულ ნაკრებში 19-წლამდელთა გუნდიდან რამდენიმე ფეხბურთელს დავაწინაურებთ #1TVSPORT

„საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში ეტაპობრივად საინტერესო ახალგაზრდების შემოკრებას დავიწყებთ“, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ განუცხადა.

„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ შემდეგი ციკლისთვის მომზადებას აქედანვე ვიწყებთ. 19-წლამდელთა ნაკრებიდან რამდენიმე ფეხბურთელს ეტაპობრივად დავაწინაურებთ და თავის გამოჩენის შესაძლებლობას მივცემთ.

ანდრია ბართიშვილი, დიდი ხანია, ჩვენთვის საინტერესო მოთამაშეა. ის ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში ახლაც იყო. თუ განვითარების ტემპს შეინარჩუნებს და სათამაშო პრაქტიკა ექნება, შემდეგ შეკრებებზე აუცილებლად შემოგვიერთდება.

ნელ-ნელა სხვა საინტერესო ახალგაზრდებსაც გამოვიძახებთ. თუმცა ახალგაზრდული ნაკრების დონე ეროვნული გუნდის სტანდარტებს უახლოვდება და ამიტომ მოწვევის აუცილებელი პირობა კლუბში სათამაშო პრაქტიკა იქნება“, – განაცხადა რამაზ სვანაძემ.