რამადანის მუსლიმური დღესასწაულის ლოცვისთვის ირანში მეჩეთები დროებით გაიხსნება
რამადანის მუსლიმური დღესასწაულის ლოცვისთვის ირანში მეჩეთები დროებით გაიხსნება

რამადანის მუსლიმური დღესასწაულის ლოცვისთვის ირანში მეჩეთები დროებით გაიხსნება. ირანის საინფორმაციო სააგენტო „ირიბ ნიუსის“ ცნობით, ქვეყნაში მეჩეთები 12 მაისს გაიხსნება და სამი დღის განმავლობაში იქნება ღია.

აღნიშნული გადაწყვეტილება რამადანის მუსლიმურ წმინდა თვესთან დაკავშირებულ ღამის განსაკუთრებულ ლოცვებს უკაშირდება.

ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით, ირანი კორონავირუსისგან ყველაზე მეტად დაზარალდა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ, „კოვიდ-19“ ქვეყანაში 109 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 6 685 ადამიანი კი, გარდაიცვალა.