რალის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული დავით კვარაცხელია საქართველოში დაბრუნდა
რალის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული დავით კვარაცხელია საქართველოში დაბრუნდა

პორტუგალიაში გამართულ რალის ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტული კლუბი „სტაიკოვ რეისინგ ჯორჯია“-ს წევრებმა დავით კვარაცხელიამ და პლამენ სტაიკოვმა ERT -2 კლასში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს. მათ საგრძნობი უპირატესობით დაამარცხეს მე-2 და მე-3 ადგილზე გასული ეკიპაჟები.

ევროპის რალი ტროფიზე მონაწილეობას იტალიის, საფრანგეთის, შვეიცარიის, ბულგარეთის, რუმინეთის, თურქეთის, სერბეთის, ფინეთის, ბალტიისპირეთის, გერმანიის, დანიის, ჰოლანდიის, ბელგიის, დიდი ბრიტანეთის, ირლანდიის, ჩეხეთის, ავსტრიის, პორტუგალიისა და ესპანეთის უძლიერესი სპორტსმენები ირებდნენ. შესაჩევი ეტაპი 7 ზონად იყო დაყოფილი, კლასების მიხედვით შვიდივე ზონაში გამარჯვებულმა პირველმა ხუთეულმა პორტუგალიაში, ფინალურ შეჯიბრში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. ფინალური რბოლა პორტუგალიის ურთულეს ტრასაზე გაიმართა, რომელიც რალი კაზინოს დო ალგარვეს სახელითააა ცნობილი და მისი სიგრძე 156 კილომეტრს შეადგენს. შეჯიბრზე, 4 სხვადასხვა კლასში 37 სპორტული ავტომობილი მონაწილეობდა.