რალფ შუმახერის თქმით, ოჯახში მოილაპარაკეს, რომ მიხაელ შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობას საიდუმლოდ შეინახავენ

21:07, 07.07.2020

მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის, მიხაელ შუმახერის უმცროსმა ძმამ, ყოფილმა გერმანელმა პილოტმა რალფ შუმახერმა ლეგენდარული ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შეკითხვას თავი აარიდა.

„ჩემმა ოჯახმა და მე მოვილაპარაკეთ – ამ საკითხთან დაკავშირებით დუმილი შევინარჩუნოთ“, – განაცხადა რალფ შუმახერმა გაზეთ Kolner Express-სთან კომენტარში.

51 წლის მიხაელ შუმახერი აღდგენით პროცესს გადის თავის უმძიმესი ტრავმის შემდეგ, რომელიც 2013 წელს, ალპებში თხილამურებით სრიალისას მიიღო.

მსგავსი