„დორტმუნდი“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე რალფ რანგნიკის დანიშვნას განიხილავს.
როგორც გერმანელი ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი სოციალურ ქსელში წერს, გერმანული კლუბის ხელმძღვანელობამ უკვე გამართა შეხვედრა რანგნიკთან.
„დორტმუნდის“ ბოსებს სურთ, რომ გერმანელი სპეციალისტი სათავეში ჩაუდგეს გუნდს ამ ზამთარში, მაგრამ ასევე განიხილება ვარიანტი, რომ ის გუნდში 2025 წლის ზაფხულში მივიდეს.
ამ მომენტისთვის 66 წლის სპეციალისტი ავსტრიის ნაკრებს ავარჯიშებს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ „დორტმუნდმა“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა ნური შაჰინი.