რალფ რანგნიკი ოფიციალურად დაინიშნა ავსტრიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად #1TVSPORT
რალფ რანგნიკი ოფიციალურად დაინიშნა ავსტრიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი რალფ რანგნიკი ოფიციალურად დაინიშნა ავსტრიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად.

2021-22 წლების სეზონის ბოლომდე რანგნიკი „მანჩესტერ იუნაიტედში“ იმუშავებს მწვრთნელად, მაისის ბოლოს კი ავსტრიის ნაკრებში დაიწყებს კარიერას. ამასთან, გერმანელი დარჩება ინგლისურ კლუბში და მომავალი სეზონიდან იქ კონსულტანტის მოვალეობებს შეასრულებს.

ავსტრიის ნაკრებმა ვერ შეძლო მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე გასვლა. ერთა ლიგაზე ჯგუფში მისი მეტოქეები არიან – ხორვატია, საფრანგეთი და დანია.