რალფ რანგნიკი ჰალანდის „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადაბირებას შეეცდება #1TVSPORT
რალფ რანგნიკი ჰალანდის „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადაბირებას შეეცდება #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალ მთავარ მწვრთნელს რალფ რანგნიკს გუნდში „დორტმუნდის“ ფორვარდის ერლინგ ჰალანდის ხილვა სურს.

გერმანელი სპეციალისტი შეეცდება ნორვეგიელის დარწმუნებას იმაზე, რომ მან ინგლისურ კლუბში გააგრძელოს კარიერა. როგორც გაზეთი Bild წერს, თუ რანგნიკი შეძლებს ჰალანდის დაყოლიებას, ამის სანაცვლოდ „იუნაიტედისგან“ ბონუსად 10 მილიონ ევროს მიიღებს.

ადრე სწორედ რანგნიკი დაეხმარა ავსტრიულ „ზალცბურგს“ ჰალანდის შეძენაში. გარდა ამისა, მას ახლო მეგობრობა აკავშირებს 21 წლის ფეხბურთელის მამასთან ალფ-ინგე ჰალანდთან.

წელს, ბუნდესლიგის შვიდ მატჩში ჰალანდმა 10 გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.

გარდა ამისა, შეტევის გასაძლიერებლად რანგნიკის სავარაუდო სატრანსფერო სიაში შედის „ჩელსის“ ფორვარდი ტიმო ვერნერი. ადრე გერმანელი მწვრთნელი „ლაიპციგში“ თავდამსხმელის ტრანსფერში მონაწილეობდა.

დატოვე კომენტარი