რაკიტიჩმა ყველას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა
რაკიტიჩმა ყველას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა

„ბარსელონას“ ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა ახალი კორონავირუსის გამო საკუთარი თვითიზოლაციის შესახებ ისაუბრა.

„მე ძალიან გამიმართლა, რომ სახლში მაქვს სპორტული დარბაზი და მყავს მეგობარი გოგონა, რომელსაც ვარჯიში უყვარს. ეს მოტივაციას მიზრდის. ასეთი ინტენსივობით სახლის პირობებში ფიზიკურად არასდროს დავტვირთულვარ. როდესაც ნეაპოლში ჩემპიონთა ლიგის მატჩის სათამაშოდ მივემგზავრებოდით, მაშინ გუნდის ექიმმა გვითხრა, რომ იტალიაში განვითარებული მოვლენები ესპანეთსაც სერიოზულად დააზარალებდა. ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციაში სახლში დარჩენაა“, – მოჰყავს რაკიტიჩის სიტყვები პორტუგალიურ გამოცემა „ბოლას“.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი მთელ მსოფლიოში პანდემიად 11 მარტს გამოცხადდა.