რაკიტიჩი „ბარსელონაზე“ განაწყენებულია
რაკიტიჩი „ბარსელონაზე“ განაწყენებულია

„ბარსელონას“ ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი უკმაყოფილოა თავისი მდგომარეობით კატალონიურ კლუბში.

როგორც „მუნდო დეპორტივო“ ამტკიცებს, 31 წლის ხორვატს სურს ესპანეთის ჩემპიონის დატოვება უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის დროს. რაკიტიჩი გაბრაზებულია „ბარსელონას“ ხელმძღვანელობაზე იმის გამო, რომ მისი ჩართვა სურდათ „პარი სენ-ჟერმენიდან“ ნეიმარის ტრანსფერში.

გარდა ამისა, რაკიტიჩმა მხოლოდ 45 წუთი ითამაშა ესპანეთის ჩემპიონატის პირველ სამ ტურში და ამიტომაც მიაჩნია, რომ ძალიან ცოტა სათამაშო დროს იღებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ფეხბურთელმა 54 მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა.