რაიოლა დე ლიხტის ტრანსფერით 11 მილიონს გამოიმუშავებს
რაიოლა დე ლიხტის ტრანსფერით 11 მილიონს გამოიმუშავებს

ტურინის „იუვენტუსი“ ამსტერდამის „აიაქსიდან“ ჰოლანდიელი მცველის, მატეის დე ლიხტის გადმობირებას ცდილობს და როგორც მედიასაშუალებები იტყობინებიან, ეს ტრანსფერი ძალიან მალე განხორციელდება.

დე ლიხტის აგენტი მინო რაიოლაა, რომელსაც ტრანსფერებით 400 მილიონზე მეტი აქვს გამომუშავებული. როგორც იტალიური გამოცემა „სტამპა“ (La Stampa) იტყობინება, ჰოლანდიელი ცენტრალური მცველის „იუვენტუსში“ გადასვლით, იტალიელი აგენტი 11 მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ რაიოლამ პოგბას ტურინული გრანდიდან „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლით 25 მილიონი ევრო მიიღო.