რაიმუნდას კარობლისი - მთავარი საკითხია, ნატო-მ კარი ღია დატოვოს საქართველოსთვის
რაიმუნდას კარობლისი - მთავარი საკითხია, ნატო-მ კარი ღია დატოვოს საქართველოსთვის

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი რაიმუნდას კარობლისი აცხადებს, რომ ნატო-მ კარი ღია უნდა დატოვოს საქართველოსთვის. ამის შესახებ მან საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ლონდონში, ნატო-ს ლიდერთა შეხვედრის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

„ნატო აჯამებს წარსულს, მაგრამ მთავარი საკითხია, რომ მან უნდა დატოვოს კარი ღია, მათ შორის საქართველოსთვის, უკრაინისთვის, იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც სურთ შეუერთდნენ ალიანსს. ეს მთავარი საკითხია და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს გაგრძელდება.

უპირველესად, რაც უნდა გავაკეთოთ უკრაინაში, საქართველო კი უკვე აკეთებს ამას, ეს არის თავდაცვის სისტემის რეფორმის გაგრძელება, სტანდარტების დაახლოება. ამას ვხედავთ საქართველოში სხვადასხვა ფორმით, მაგალითად, ე.წ. ჯიტეკი – წვრთნებისა და სწავლების ცენტრი და მსგავსი ასპექტები. ასე რომ, ჩვენ განვაგრძობთ ძირითადი მექანიზმებით იმის უზრუნველყოფას, რომ საქართველო შეძლებისდაგვარად ახლოს იყოს ნატო-სთან, ეს ასეც გაგრძელდება“, – განაცხადა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა.