რაიკონენმა შუმახერის რეკორდი მოხსნა
რაიკონენმა შუმახერის რეკორდი მოხსნა

„ფერარის“ პილოტმა კიმი რაიკონენმა ფორმულა 1-ში რეკორდი დაამყარა. ფინელი მრბოლელის პირველსა და ბოლო გამარჯვებებს შორის სარეკორდო დრო – 15 წელი, 6 თვე და 28 დღე გავიდა.

პირველი გამარჯვება რაიკონენმა 2003 წლის 23 მარტს მოიპოვა. მაშინ ის „მაკლარენის“ პილოტი იყო. ბოლოს კი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს აშშ-ს გრან-პრიზე ავიდა.

ამ დრომდე აღნიშნული რეკორდი მიხაელ შუმახერს ეკუთვნოდა. მისი შედეგი 14 წელი, 1 თვე და 1 დღე იყო.