რაიკონენის ბიოგრაფია გაყიდვების რეკორდსმენია
რაიკონენის ბიოგრაფია გაყიდვების რეკორდსმენია

აგვისტოში ფინეთში წიგნის დახლებზე გამოჩნდა ბიოგრაფიული წიგნი „უცნობი კიმი რაიკონენი“, რომელმაც პოპულარობა პრეზენტაციისთანავე მოიპოვა. პირველი გამოცემა, რომლის ტირაჟიც 50 000 ეგზემპლარი იყო, რამდენიმე დღეში გაიყიდა და გამომცემლობამ მეორე ჯერზე წიგნი კიდევ უფრო დიდი ტირაჟით დაბეჭდა.

აგვისტოს მერე ფორმულა 1-ის 2007 წლის ჩემპიონის ბიოგრაფიისადმი ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა. ამ ეტაპისთვის 100 000-ზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ფინეთში ამ ჟანრისა და ტიპის წიგნი ამ რაოდენობით ჯერ არ გაყიდულა. წინა რეკორდი ფინელი ჰოკეისტის, ტეემუ სელიანეს ბიოგრაფიას ეკუთვნის. 2014 წელს ამ წიგნის 77 000 ეგზემპლარი გაიყიდა.

ჯერჯერობით კიმი რაიკონენის ბიოგრაფია მხოლოდ ფინურ და შვედურ ენებზე არის ხელმისაწვდომი. 18 ოქტომბერს ნაწარმოების ინგლისური ვერსია გამოვა, 26 ოქტომბერს კი გერმანული.

 

დატოვე კომენტარი