ბრიტანული გაზეთის The Sun-ის ინფორმაციით, ნახევარმცველმა რაიან შერკიმ თავის ამჟამინდელ კლუბთან „ლიონთან“ მიაღწია შეთანხმებას ზაფხულში წასვლის შესახებ.
შერკის მომავალ კარიერას უკავშირებენ „ლივერპულს“, მაგრამ ინგლისურ კლუბს სერიოზული კონკურენცია მოუწევს „ტოტენჰემთან“, „ბაიერნთან“ და „დორტმუნდთან“, რომელიც ფრანგის გადაბირებას იანვარშიც აპირებდა.
ამ სეზონში შერკიმ 34 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, რვა გოლი გაიტანა და 18 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.