რაიან გიგზმა თავისი პარტნიორებისგან სიმბოლური ნაკრები შეადგინა
რაიან გიგზმა თავისი პარტნიორებისგან სიმბოლური ნაკრები შეადგინა

„მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარულმა ნახევარმცველმა რაიან გიგზმა გადაწყვიტა შეედგინა სიმბოლური ნაკრები თავისი ყოფილი თანაგუნდელებისგან:

მეკარე – პეტერ შმაიხელი;

მცველები – გარი ნევილი, რიო ფერდინანდი, მიკაელ სილვესტრი, დენის ირვინი;

ნახევარმცველი – დევიდ ბექჰემი, როი კინი, ნიკი ბატი, პოლ სქოულზი;

ფორვარდები – უეინ რუნი, ოლე-გუნარ სოლსკიაერი.

საინტერესოა, რომ გუნდში ვერ მოხდა კრიშტიანო რონალდო, რომელიც 2003-09 წლებში თამაშობდა „იუნაიტედში“. თავად გიგზმა ამ გუნდში 927 მატჩი ჩაატარა, 161 გოლი გაიტანა და 247 შედეგიანი პასი შეასრულა. ის ცამეტჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი და ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.