რაიან გიგზმა პირველი მატჩი მოიგო, გარეტ ბეილი უელსის საუკეთესო ბომბარდირია
რაიან გიგზმა პირველი მატჩი მოიგო, გარეტ ბეილი უელსის საუკეთესო ბომბარდირია

ჩინეთში ამხანაგური ტურნირი „ჩინეთის თასი“ მიმდინარეობს, რომელშიც უელსური ფეხბურთის ისტორიაში მნიშვნელოვანი მომენტი მოხდა.

უელსის ნაკრებმა ნახევარფინალურ მატჩში 6:0 გაანადგურა ჩინეთის ნაკრები. ბრიტანულ გუნდში ჰეთ-თრიკი შეასრულა მადრიდის „რეალის“ შემტევმა გარეტ ბეილმა. ამ მატჩის შემდეგ, მას უელსის ნაკრებში 29 გოლი დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით, რეკორდსმენი გახდა. მანამდე, ეს რეკორდი იენ რაშს ეკუთვნოდა (28 გოლი).

ჩინეთის წინააღმდეგ მატჩი პირველი იყო “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდისთვის, რაიან გიგზისთვის უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში.

ბეილის გარდა, ჩინეთის ნაკრების კარში გოლები გაიტანეს: სემ ვოუქსმა (დუბლი) და ჰარი უილსონმა. ვოუქსის ანგარიშზე ასევე სამი შედეგიანი პასია.

“ჩინეთის თასის” ფინალში უელსი ჩეხეთისა და ურუგვაის წყვილში მოგებულს შეხვდება.