რაიან გიგზის აზრით, სოლსკიაერს მანჩესტერში ხანგრძლივი კონტრაქტის შანსი აქვს
რაიან გიგზის აზრით, სოლსკიაერს მანჩესტერში ხანგრძლივი კონტრაქტის შანსი აქვს

უელსის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, რაიან გიგზის აზრით, იმისათვის, რომ ოლე გუნარ სოლსკიაერს მანჩესტერ იუნაიტედში პერმანენტული კონტრაქტი გაუფორმონ, ამისათვის საჭიროა, რომ გუნდმა პრემიერ-ლიგის მიმდინარე სეზონი ზედა ოთხეულში დაასრულოს და ლიგის თასზეც წარმატებით გამოვიდეს.

გასული წლის დეკემბერში ჟოზე მოურინიოს დათხოვნის შემდეგ, ნორვეგიელი მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად მიმდინარე სეზონის ბოლომდე დაინიშნა, შემდეგ კი მანჩესტერული კლუბის ხელმძღვანელობა რამდენიმე პრეტენდენს უმიზნებს. ესენი არიან მაურისიო პოჩეტინო ტოტენჰემიდან, მასიმილიანო ალეგრი იუვენტუსიდან და ინგლისის ეროვნული გუნდის თავკაცი გერეთ საუთგეიტი.

„მე ვთვლი, რომ სოლსკიაერს ნამდვილად სჭირდება მეტი დრო, მაგრამ ის ამ მოკლე ხანშიც საკმაო წარმატებას აღწევს. თუ ასე გაგრძელდა, რატომაც არა? მოთამაშეები კმაყოფილები არიან და გულშემატკივრებსაც ეტყობათ კმაყოფილება“, – მიიჩნევს გიგზი.

შეგახსენებთ, რომ სოლსკიაერის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის შემდეგ, მანჩესტერ იუნაიტედმა პრემიერ ლიგასა და ლიგის თასზე ზედიზედ შვიდი მატჩი მოიგო და ქულა ჯერ არ დაუკარგავს.