უელსის ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელს რაიან გიგზს ხუთწლიანი პაუზის შემდეგ სამწვრთნელო კარიერის განახლება სურს. ამის შესახებ წერს გაზეთი The Sun.
ბოლო თვეებში გიგზი თანდათან უბრუნდებოდა სრულფასოვან სამწვრთნელო სამუშაოს „სოლფორდში“ – გუნდში, რომლის თანამფლობელია მეგობრებთან ერთად. დღეისთვის 52 წლის უელსელს სპორტული დირექტორის პოსტი უკავია ინგლისის მეორე დივიზიონის გუნდში.
„სოლფორდმა“ შაბათს ინგლისის თასის 1/32 ფინალში ითამაშა „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ და 0:8 დამარცხდა. ამ მატჩის წინ გიგზმა განაცხადა, რომ მზად არის სამწვრთნელო საქმეში დასაბრუნებლად.
„დღეს მე მომწონს „სოლფორდში“ მუშაობა სპორტული დირექტორის რანგში და კმაყოფილი ვარ საკუთარი მდგომარეობით. მაგრამ, საბოლოოდ, სამწვრთნელო კარიერის განახლებას ვისურვებდი“.
2014-16 წლებში რაიან გიგზი მუშაობდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელად, 2018-20 წლებში კი უელსის ნაკრებს ედგა სათავეში.