რაიან გარსია - რინგზე მხოლოდ პაკიაოს ან დევისის წინააღმდეგ ავალ
რაიან გარსია - რინგზე მხოლოდ პაკიაოს ან დევისის წინააღმდეგ ავალ

WBC -ის ვერსიით მსოფლიო ჩემპიონმა, რაიან გარსიამ განაცხადა, რომ მომავალ ბრძოლას, ან ლეგენდარულ ფილიპინელთან, მენი პაკიაოსთან გამართავს, ან WBA-ის ვერსიით მსოფლიო ჩემპიონ ჯერვონტა დევისთან.

„ეს ორი ბრძოლა იქნება სანახაობა, რომელსაც ადამიანები არ გამოტოვებენ, – ამბობს რაიან გარსია. – მეც მხოლო ეს ორი ბრძოლა მჭირდება – მენისა და ჯერვონტას წინააღმდეგ.

ამ ორი მოკრივის გარდა, არავისთან ბრძოლას არ ვაპირებ. მინდა, წინასწარ იცოდნენ, რომ თუ სხვა მოკრივეებს შემომთავაზებენ, უარით გავისტუმრებ“, – ამბობს ახალგაზრდა ჩემპიონი.

დღეს კი ლეგენდარულმა მოკრივემ, მენი პაკიაომ განაცხადა, რომ მზად არის 40 მილიონ ევროდ ნებისმიერ მოკრივეს დაუპირისპირდეს.